04 მაისი 2024,   07:01
ვრცლად
"ძალიან რთულ პირობებში ვართ, არაადამიანურშიც კი" - "აზოვსტალის" დამცველების ერთ-ერთი მეთაური

"აზოვსტალის" დამცველების ერთ-ერთი მეთაური ვალერი პადიტელი ვიდეო-მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ მებრძოლებს არაადამიანურ პირობებში უწევთ მტრის შეკავება.

"ჩვენ ძალიან რთულ პირობებში ვართ, არაადამიანურშიც კი, თუმცა ამასთან, ვაგრძელებთ საკუთარი მიწის დაცვას," - აცხადებს ვალერი პადიტელი.

მიუხედავად წარმოუდგენელი დაღლილობისა, მებრძოლებს გამარჯვების სჯერათ.

ბოლო ინფორმაციით, ევაკუაციის შედეგად "აზოვსტალიდან" 500-ზე მეტი მოქალაქეა გამოყვანილი, მათ შორის, ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი. აზოვის მეთაურებმა კი ვიდეომიმართვებში არაერთხელ აღნიშნეს, რომ დანებებას და ამით მტრის გახარებას არ აპირებენ. 

დღის ამბები