03 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
დასავლეთის სანქციების გაგრძელება გამოიწვევს რთულ პროგნოზირებად შედეგებს, მათი ავტორები უფრო მეტად საკუთარ ეროვნულ ინტერესებს ურტყამდნენ - პუტინი

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დასავლური სანქციების ავტორები, გადაჭარბებული პოლიტიკური ამბიციებით ხელმძღვანელობენ, რაც მისივე თქმით, ევროპისა და შეერთებული შტატების ეკონომიკასა და მოქალაქეების კეთილდღეობას ურტყამს.

მთავრობის წარმომადგენლებთან ეკონომიკური საკითხების განხილვისას რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა თავდაჯერებულად უმკლავდება გარე გამოწვევებს.

"დასავლეთის სანქციების გაგრძელება გამოიწვევს რთულ პროგნოზირებად შედეგებს. სანქციები დიდწილად გლობალური კრიზისის პროვოცირებას ახდენს. მათი ავტორები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ პოლიტიკური ამბიციებით, რუსოფობიით, უფრო მეტად ურტყამდნენ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს, საკუთარ ეკონომიკას, თავიანთი მოქალაქეების კეთილდღეობას. ჩვენ ამას პირველ რიგში, ევროპაში ინფლაციის მკვეთრ ზრდაში ვხედავთ.

ზოგიერთ ქვეყანაში ის უკვე მიუახლოვდა წლიურ 20%-ს, მთლიანობაში კი ევროზონაში საქონლის ფასებმა 11%-ზე მეტით მოიმატა. სანქციების აკვიატება, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, აუცილებლად გამოიწვევს ურთულეს შედეგებს ევროკავშირისთვის, მისი მოქალაქეებისთვის და ასევე უღარიბესი ქვეყნებისთვის. მსოფლიო, რომელიც უკვე შიმშილის საფრთხის წინაშე დგას. ხაზს ვუსვამ, ამაში ბრალი მთლიანად დასავლური ქვეყნების ელიტას ეკისრება, რომლებიც მზად არიან მსხვერპლად გაიღონ დანარჩენი მსოფლიო, რათა შეინარჩუნონ გლობალური დომინირება,"- აცხადებს ვლადიმერ პუტინი. 

დღის ამბები