20 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
თბილისის "დინამოს" ისტორიული გამარჯვებიდან 41 წელი გავიდა

თბილისის "დინამოს" ისტორიული გამარჯვებიდან 41 წელი შესრულდა. 1981 წლის 13 მაისს თბილისის "დინამომ" უეფას თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, დიუსელდორფის "რაინ-შტადიონზე", გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი, იენის "კარლ ცაისი" 2:1 დაამარცხა და თასების თასის მფლობელი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ დინამოელები მატჩის მსვლელობისას 0-1 აგებდნენ, ნოდარ ახალკაცის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ანგარიშის გათანაბრება ჯერ ვლადიმერ გუცაევის ზუსტი დარტყმით მოახერხა, მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი ვიტალი დარასელიამ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.

დღის ამბები