20 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
გავერთიანდეთ და ნიკასთან ერთად ყველამ მოვიპოვოთ თავისუფლება - ნიკა გვარამიას მეუღლე

ამას გულწრფელად არ ველოდი - ასე გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მეუღლე, სოფო ლილუაშვილი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას. 

მისი განცხადებით, ახლა გაერთიანების დროა.

"ამას გულწრფელად არ ველოდი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რასაც ჩემს შვილებს ვეტყვი როდესაც სკოლიდან გამოვლენ, რომ გამაგრდნენ. გავერთიანდეთ და ნიკასთან ერთად ყველამ მოვიპოვოთ თავისუფლება," - განაცხადა ნიკა გვარამიას მეუღლემ.

ცნობისთვის, "რუსთავი 2-ის" საქმეზე "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ აღიარა.

ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მოსამართლემ მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადააკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

ზურაბ იაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 322-ე მუხლებით უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. კახა დამენიას მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი, 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას ჯარიმად 50 000 ლარი დაეკისრა.

დღის ამბები