15 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
"გამოსავალი აუცილებლად იქნება მოძებნილი, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან" - ნიკა მელია ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა. მისი თქმით, არსებული მძიმე ვითარებიდან გამოსავალს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება მოძებნის.

"წარმოუდგენელია, ძვირფასო მეგობრებო, ამ ქვეყანაში იყო ობიექტურად განწყობილი მოქალაქე და აფასებდე მომხდარს, როგორც სამართლიანს. რეალობა არის მძიმე, ტყუილი არ უნდა ვთქვათ, მაგრამ გამოსავალი აუცილებლად იქნება მოძებნილი - ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან," - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები