25 აპრილი 2024,   10:15
ვრცლად
"გვაქვს იმედი, რომ მარიუპოლის დამცველების სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება, უკრაინელი გმირები უკრაინას ცოცხლები სჭირდება" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში ჯარისკაცების ევაკუაციასთან დაკავშირებით მის მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა და განაცხადა, რომ პროცესში უკრაინული მხარე, "წითელი ჯვარი" და გაერო მონაწილეობენ. ზელენსკი იმედოვნებს, რომ ჯარისკაცების სიცოცხლეს გადაარჩენენ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სევეროდონეცკი და დონბასი ოკუპანტების მთავარ სამიზნეებად რჩება. მისივე განმარტებით კი, უკრაინა ყველაფერს აკეთებს თავისი ხალხისა და მიწის დასაცავად.

"გვაქვს იმედი, რომ მარიუპოლის დამცველების სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება, უკრაინელი გმირები უკრაინას ცოცხლები სჭირდება. არ იყო მარტივი დღე. თუმცა ეს დღეს, როგორც ყველა დანარჩენი, მიმართულია იმისკენ, რომ დაიცვას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი.

რაც შეეხება მარიუპოლში არსებულ სიტუაციას, უკრაინელი სამხედროების ქმედებების დახმარებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, ასევე მომლაპარაკებელი ჯგუფის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და გაერო-ს დახმარებით, გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ბიჭების სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება. მათ შორის არიან დაჭრილები, მათ სჭირდებათ დახმარება. მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაცია უკრაინელი სამხედროების და მზვერავების მიერ დაწყებულია. ჩვენი ბიჭების სახლში დასაბრუნებლად მუშაობა გრძელდება და ეს სამუშაო დელიკატურობას და დროს საჭიროებს.

 უკრაინის შეიარაღებული ძალები იგერიებენ მუდმივ თავდასხმებს იმ ადგილებში, სადაც რუსეთი წინსვლას ჯერ კიდევ ცდილობს. სევეროდონეცკი და დონბასის სხვა ქალაქები ოკუპანტების მთავარ სამიზნეებად რჩება. ჩვენ, ჩვენი ხალხისა და და მიწის დასაცავად ყველაფერს ვაკეთებთ," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

დღის ამბები