20 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
საქართველო უკვე მეხუთედ, ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო გლობალურ კამპანიას უერთდება

"მაისის გაზომვის თვე" - ჰიპერტენზიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა.

ღონისძიება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

საქართველო უკვე მეხუთედ უერთდება ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო გლობალურ კამპანიას, რომლის მიზანიც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მომატებული არტერიული წნევის გამოვლენაა, რადგან მოქალაქეთა გარკვეულმა ნაწილმა საკუთარი წნევის ციფრები არ იცის. "მაისის გაზომვების თვის" აღნიშვნა 17 მაისს იწყება და 6 თვე გრძელდება. ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება.

დღის ამბები