26 აპრილი 2024,   18:21
ვრცლად
ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს ალიანსში გაწევრიანებისთვის საკუთარი პირობები წაუყენა

ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს ალიანსში გაწევრიანებისთვის საკუთარი პირობები წაუყენა. თურქეთის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრის დროს შვედეთის პრემიერს, უთხრა, რომ ანკარა შვედეთისგან იარაღის ექსპორტზე ემბარგოს გაუქმებას ელის.

კრიტიკულია ერდოღანი შვედეთის მიმართ ისლამური სასულიერო პირის, ფეთჰულა გიულენის მიმდევრებისადმი მხარდაჭერის გამოც. ფინეთის პრეზიდენტთან საუბრისას კი ერდოღანმა ტერორისტული დაჯგუფებებზე ისაუბრა.

საპასუხოდ ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ ხაზი გაუსვა, რომ ფინეთი ტერორიზმის მოწინააღმდეგეა. ანკარა ორ სახელმწიფოს მისი ქურთისტანის მუშათა პარტიის დამოკიდებულებისთვის აკრიტიკებს. პარტიას თურქეთი ტერორისტულ ჯგუფად თვლის.

დღის ამბები