15 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
ბრუტალური თავდასხმის მიმართ ვერ იქნება ტოლერანტული და ნეიტრალური დამოკიდებულება - შვეიცარიის პრეზიდენტი

შვეიცარიის პრეზიდენტი იგნაციო კასისი დავოსში მიმდინარე "მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინაში მიმდინარე ომს გამოეხმაურა.

მისი თქმით, შვეიცარია მკაცრად გმობს ომს და შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ევროკავშირის სანქციებს.

"ეს გაუმართლებელი აგრესია უკრაინის სუვერენიტეტს საფრთხის ქვეშ აყენებს. ეს ომი არის იმ ყველაფრის უპატივცემულობა, რასაც ცივილიზაციის შედეგად მიღწეულ პროგრესს ვუწოდებთ. შვეიცარია მკაცრად გმობს ომს და ჩვენ შევუერთდით ევროკავშირის სანქციებს. დემოკრატია უნდა იყოს ძლიერი, ვიდრე ტირანია. ბრუტალური თავდასხმის მიმართ ვერ იქნება ტოლერანტული და ნეიტრალური დამოკიდებულება. ჩვენ ვდგავართ მშვიდობის გვერდზე. ჩვენ ვერ ვიქნები პასიურ მდგომარეობაში. ნეიტრალობა გვერდზე დგომას არ ნიშნავს, ეს ჩვენთვის სოლიდარობაა. დემოკრატიული გარემო საფრთხის ქვეშაა. ჩვენ ვდგავართ გეოპოლიტიკური საფრთხეების წინაშე," - განაცხადა შვეიცარიის პრეზიდენტმა.

დღის ამბები