საფეხბურთო კლუბი "რეალ მადრიდი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა მეთოთხმეტედ მოიგო, ეს კი ორჯერ მეტია იმაზე, რაც ნებისმიერმა სხვა გუნდმა ტურნირის ისტორიაში მოახერხა.
კარლო ანჩელოტის გუნდმა, გამარჯვება მეკარის საოცარი თამაშითა და ჟუნიორის ერთადერთი გოლით შეძლო. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ტიბო კურტუა აღიარეს. ტურნირის ბომბარდირი კი 15 გოლით, ქარიმ ბენზემა გახდა. მან კაპიტნის სამკლავური და თასის აღმართვის უფლება მარსელოს მისცა, რომელიც "რეალში" 2007 წლიდან თამაშობდა და გუნდს ტოვებს.