04 ივლისი 2024,   01:25
ვრცლად
საქართველოში ერთ ოჯახს თვეში, საშუალოდ, 1050 ლარის ფულადი შემსავალი აქვს - საქსტატი

საქსტატმა შეისწავლა საიდან იღებს და რამდენია საქართველოს მოსახლეობის საშუალო შემოსავლები. ოფიციალური სტატისტიკით, ერთ ოჯახს თვეში, საშუალოდ, 1050 ლარის ფულადი შემოსავალი აქვს. აქედან ყველაზე დიდი წილი - 45.9% ხელფასია, რაც თანხაში, საშუალოდ, 482 ლარია.

ფულადი შემოსავლის მეორე ყველაზე დიდი წყარო, 22.6%-  პენსიებია, რაც თანხაში, საშუალოდ, 237 ლარია.

მესამე პოზიციაზეა 10.2%-იანი მაჩვენებლით თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავალი, რაც თვეში, საშუალოდ, 107 ლარს ნიშნავს.

დღის ამბები