04 ივლისი 2024,   00:50
ვრცლად
რატომ მყარდება ლარი მკვეთრად - ექსპერტის განმარტება

ბოლო 2 კვირაა, ლარი განსაკუთრებით მყარდება. ეროვნულმა ვალუტამ პანდემიამდელი პოზიციები დაიბრუნა. რა გზა გაიარა ლარმა? 3 მაისს დოლარი ოფიციალური კურსით 3 ლარი და 6 თეთრი ღირდა.  4-ში ამერიკული ვალუტა 3 თეთრით გაიფდა. 11 მაისამდე, ადგილი ჰქონდა მცირე ცვლილებებს და გაცვლითი კურსი 3 ლარსა და 3-4 თეთრს შორის დიაპაზონში რჩებოდა. 12 მაისიდან ლარმა მკვეთრად დაიწყო გამყარება და ბოლო 2 კვირაში დოლარი 17 თეთრით გაიაფდა.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ლარის გამყარების ფონზე, პირველად ისტორიაში, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების ნახევარზე მეტი ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხია. აქამდე, საბანკო კრედიტების ნახევარზე მეტი ყოველთვის უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები იყო.

რა გახდა ვალუტის კურსის გამყარების მიზეზი - ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია რამდენიმე ფაქტორზე საუბრობს : 

"დასტაბილურებული საინვესტიციო გარემო, ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, საინვესტიციო ნაკადების დასტაბილურება, მათ შორის, შეგვიძლია აღვნიშნოთ - კი სამწუხარო მოვლენაა რუსეთ-უკრაინის ომი, მაგრამ ამ შემთხვევაში საქართველოში დამატებით შემოდინებული ადამიანების, როგორც უკრაინიდან, ასევე რუსეთიდან და ბელარუსიდან, განსაკუთრებით IT სპეციალისტები შეიძლება ვახსენოთ, რამდენიმე ათასი ადამიანია საქართველოში ჩამოსული უკანასკნელი წლების განმავლობაში, რომლებმაც გარკვეული კაპიტალიც შემოიტანეს საქართველოში. 

ამას ემატება მოლოდინი, რომ ქვეყანა იქნება სტაბილური. ეს ყველაფერი ჯამში განაპირობებს იმას, რომ ლარი მყარდება და აქვს კიდევ უფრო მეტი გამყარების პერსპექტივა," - აცხადებს ჭარაია. 

დღის ამბები