24 დეკემბერი 2024,   07:30
ვრცლად
მიუღებელია პოლიციისადმი დაუმსახურებელი, შეურაცხმყოფელი გამოთქმები, რასაც სამწუხაროდ, ოპონენტები ხშირად იმეორებენ, არც ერთი ასეთი ფაქტი არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩემო ძვირფასო პოლიციელებო, მეგობრებო, ჩვენი ხალხი, მთავრობის და პირადად ჩემი სახელით კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას სამშობლოს ერთგული, თავდადებული მსახურებისთვის, თქვენი პროფესიონალიზმისა და გმირობისთვის. მადლობას ვუხდი თქვენს მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს, ოჯახის წევრებს, ვისი თანადგომითაც თქვენთვის ასე ძვირფასია თქვენი საქმიანობა. გილოცავთ პოლიციელის დღეს , - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე პოლიციელებს სიტყვით მიმართა და ქვეყნისთვისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა პოლიციელების მიმართ დაუმსახურებელ, შეურაცხმყოფელ გამოთქმებზე, რასაც მისი თქმით, ოპონენტები ხშირად იმეორებენ.

"ჩემო ძვირფასო პოლიციელებო, ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვამაყობთ ქართული პოლიციით. გვეიმედება შსს-ში დასაქმებული თითოეული ადამიანი. კიდევ ერთხელ, მადლობა სამსახურისთვის.  ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ შევძელით პოლიციის ტრანსფორმაცია. ქართული პოლიცია აღარ არის პოლიტიზებული, პოლიცია თანაბრად იცავს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქეს. აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციისადმი დაუმსახურებელი, შეურაცხმყოფელი გამოთქმები, რასაც სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ხშირად იმეორებენ. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს შეგუებული და არავითარი კომპრომისი ჩვენ არ უნდა დავუშვათ, ასეთი არცერთი ფაქტი არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე,  პოლიციელი უნდა იყოს ხელშეუხებელი. რა თქმა უნდა, არ მაქვს საუბარი ცალკეულ გადაცდომებზე, რომელზეც სამინისტრო შესაბამისად რეაგირებს, მაგრამ მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობ ნებისმიერ მცდელობას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ თქვენს საამაყო საქმიანობას, თქვენს პროფესიას, ამიტომ თითოეული ასეთი ქმედება იქნება დასჯილი და ჩვენ, არცერთ კომპრომისს არ დავუშვებთ.

ჩემო ძვირფასო პოლიციელებო, მეგობრებო, ჩვენი ხალხის, მთავრობის და პირადად ჩემი სახელით კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას სამშობლოს ერთგული, თავდადებული მსახურებისთვის, თქვენი პროფესიონალიზმისა და გმირობისთვის. მადლობას ვუხდი თქვენს მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს, ოჯახის წევრებს, ვისი თანადგომითაც თქვენთვის ასე ძვირფასია თქვენი საქმიანობა,  გილოცავთ პოლიციელის დღეს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გმირი პოლიციელებისთვის აშენდება პოლიციის 1000 ბინიანი ქალაქი, რადგან პოლიციელებს სჭირდებათ მოტივაცია და დაფასება. 

"როდესაც ადამიანი ასეთ რთულ პროფესიას ეჭიდება, მას უნდა ჰქონდეს მოტივაცია. ის უნდა გრძნობდეს სახელმწიფოს მხარდაჭერას. ბატონ ვახტანგთან ერთად, ცოტახნისწინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პოლიციელებისთვის ავაშენოთ 1000-ბინიანი ქალაქი -  ეს პირველი პროექტია, რომელიც წელსვე დაიწყება და ასეთი პროექტები კიდევ გვექნება",- აცხადებს ღარიბაშვილი. 

დღის ამბები