15 ნოემბერი 2024,   15:23
ვრცლად
ევროპაში არავინ მიიღებს დაპირისპირებულ მხარეებს, თუ დავიმსახურებთ ევროპული ოჯახის წევრობას, დავიმსახურებთ არა აწმყოს, არამედ ჩვენი წარსულის გამო - იაგი ხვიჩია 

რამდენიმე კვირა ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე. ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე კვირა დარჩა.

ქვეყანა ევროპული საბჭოს ვერდიქტის მოლოდინშია, ოპოზიცია კი საერთაშორისო პარტნიორებთან ხელისუფლების კრიტიკას განაგრძობს:

"მინდა ვიყო ოპტიმისტურად, რომ საქართველო სტატუსს მიიღებს, თუმცა ეს განცხადებები რასაც "ქართულ ოცნებაში" აკეთებენ, ნამდვილად არ არის კარგი. იძახიან, რომ თუკი ევროპამ უარი თქვა ამ ყველაფერზე და არ მიანიჭა საქართველოს სტატუსი, ეს იმას ნიშნავს, რომ კავკასიაზე იძახის უარს. მსგავსი ტიპის თადარიგის დაჭერა უადგილოა. ეს იმის თქმის საშუალებას მაძლევს, რომ უფრო აქტიურად ინდა დავდგეთ ქართველი ხალხი და ვთქვათ, რომ ჩვენი ადგილი არის ევროპაში," - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე.

იაგო ხვიჩია კი აცხადებს, რომ ევროპაში დაპირისპირებულ მხარეებს არავინ მიიღებს:

"ევროპაში არავინ მიიღებს დაპირისპირებულ მხარეებს, რომლებიც სამკვდრო-სასიცოცხლოდ არიან შებმულები ერთმანეთს. არავინ არ მიიღებს ხალხს, რომელსაც არ გააჩნია არანაირი პოლიტიკური კულტურა და ერთმანეთთან საუბრის კულტურა, იმიტომ რომ ევროპელობა კონკრეტულად საუბარს ნიშნავს. ევროპაში ხელს გვიშლის ქართული სასამართლო. მემგონი აწმყოში არაფერს არ ვაკეთებთ, პირიქით, თუ რამე გვაქვს გაკეთებული, გვაქვს წარსულში. თუ დავიმსახურებთ ევროპული ოჯახის წევრობას, დავიმსახურებთ არა აწმყოს, არამედ ჩვენი წარსულის გამო,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია. 

დღის ამბები