15 ნოემბერი 2024,   16:00
ვრცლად
დაწუნებული სამთავრობო კოალიცია და პროტესტი ლიეტუვაში - დემონსტრანტების თქმით, კოალიციაში არ უნდა იყოს ისეთი პარტია, რომლის ლიდერიც, ანტისემიტური განცხადებების გამო, ნასამართლევია

არჩევნებში გამარჯვებულმა ოპოზიციამ ლიეტუვაში სამთავრობო კოალიცია დააკომპლექტა. მოქალაქეების ნაწილი ქუჩაში გამოვიდა. ისინი აცხადებენ, რომ კოალიციაში მოხვდა ისეთი პარტია, რომლის ლიდერიც, ანტისემიტური განცხადებების გამო, ნასამართლევია.

ლიეტუვაში არჩევნების მეორე ტური 27 ოქტომბერს გაიმართა. დამარცხდა სახელისუფლებო პარტია, რომლის ლიდერი და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი პოლიტიკიდან წავიდა. ვიცე-სპიკერისა და კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დაკარგა დეპუტატმა ჟიგიმანტას პავილიონისმაც.

დღის ამბები