ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სარაგოსას მახლობლად, მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ხანძარი ქალაქ ვილაფრანკა დე ებროში, დღეს, დილით ადრე გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის დროს მოხუცთა თავშესაფარში 80 ადამიანი იმყოფებოდა.
მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი ანგარიშების თანახმად, ცენტრი 16 წლის წინ გაიხსნა, როგორც მოხუცთა თავშესაფარი, მაგრამ მას შემდეგ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მაცხოვრებლებზე ზრუნვაშია სპეციალიზებული.