26 დეკემბერი 2024,   21:25
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში, ძალოვნებისა და ე.წ. სპეცრაზმის ავტომობილებს საბურავები დაუზიანეს - მედიის ცნობით, დე ფაქტო ხელისუფლება შიშობს, რომ ე.წ. სამართალდამცველები ოპოზიციის მხარეს გადავლენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან სპეცდანიშნულების რაზმი, საპოლიციო და სამხედრო ძალებია მობილიზებული.

სხდომაზე დღეს იმ ეგრეთ წოდებულ კანონს ამტკიცებენ, რომლითაც რუსეთის მოქალაქეებს ექნებათ უფლება ოკუპირებულ აფხაზეთში დაიწყონ ბიზნესი, უფრო ხელსაყრელი პირობებით ვიდრე ადგილობრივებმა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირებამდე, დეპუტატებს მთელი ღამის განმავლობაში ხვდებოდნენ ეგრეთ წოდებული მთავრობის წევრები. ოპოზიცია აქციებს აანონსებს და ადგილობრივებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.

ძალოვნებისა და სპეცდანიშნულების ჯგუფების ყველა ავტომობილს საბურავები დაზიანებული აქვს. მედიის ინფორმაციით, ეს უკავშირდება დე ფაქტო ხელისუფლების შიშს ე.წ. სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მხარეს არ გადავიდნენ.

ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ საკმარისი ძალა და საშუალებები აქვთ, ამიტომ წესრიგს უზრუნველყოფენ. ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო რამდენიმე კვირაა აქციებია.

დღის ამბები