ოკუპანტებმა ოდესას დაარტყეს - დაჭრილია 10 ადამიანი. ქალაქის ცენტრში განადგურებულია ეკლესია, სახლები, კომუნიკაციები, სავაჭრო და ბიზნეს ობიექტები. მედიის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქში სოფელი რივნო-პოლი დაიკავეს და ახლა წინ მიიწევენ 8 საბრძოლო მიმართულებით.
"ყოველი ჩვენგანი, ყოველი უკრაინელი, მილიონობით ადამიანი ოცნებობს ამ ომის დასრულებაზე. ისე რომ ეს უკრაინისთვის სამართლიანი პირობებით მოხდეს. ყველა იბრძვის ამ მიზნისთვის. დღეს ფრონტის ხაზზე ვითარების შესახებ მთავარსარდალმა სირსკიმ მოხსენება წარმოადგინა. ყველა საბრძოლო მიმართულებით, ჩვენი სამხედროები ძალიან ეფექტურად მოქმედებენ. ყველას მადლობას ვუხდი გამძლეობისთვის. სამხრეთის ოპერაციაში მონაწილეებს მივმართავ, ვინც კურსკის ოლქში იბრძვის, მეამაყებით, ყოველი ქვედანაყოფი, რომელიც საკუთარ პოზიციებს იკავებს და უკრაინას საშუალებას აძლევს, დაარწმუნოს მსოფლიო, რომ ხალხმა უნდა გაიმარჯვოს, ამისთვის იბრძვის უკრაინა", - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.