15 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
"გერმანიას კი არ უნდა ვკითხოთ, რატომ აღარ გვეხმარება, ჩვენს თავს უნდა ვკითხოთ" - გრიგოლ გეგელია გერმანიის ელჩის განცხადებაზე

სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა გერმანიისთვის შემაშფოთებელია და ამას საქართველოში ზოგიერთი დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება მოჰყვა, - ამის შესახებ გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელ "იქსში" წერს.

დიპლომატი ამბობს, რომ ამაყია გერმანიის მხარდაჭერით თავდაცვის ძალების შესაძლებლობების მიმართ.  

ელჩის განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში - ოპოზიციაში ამბობენ, რომ საგარეო კურსის გამო ქვეყანა კარგავს ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას, მათ შორის სამხედრო მხარდაჭერის კუთხით.

"გერმანიას კი არ უნდა ვკითხოთ, რატომ აღარ გვეხმარება, ჩვენს თავს უნდა ვკითხოთ. ჩვენ ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსის გამო, რუსული კანონის გამო, ზოგადი აურის გამო, ჩვენ ვკარგავთ უკვე მერამდენედ ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რაც ჩვენს სახელმწიფოს ჰქონდა ისტორიულად, ეს არის, მათ შორის, სამხედრო ტიპის მხარდაჭერა", - აცხადებს "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წევრი, გრიგოლ გეგელია.

დღის ამბები