15 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
გაუგონარია, სააკაშვილი, გვარამია და ივანიშვილი ერთ სიბრტყეში დააყენა, გამოდის, ზურაბიშვილმა ივანიშვილისგან უნდა დაიცვას ქვეყანა - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

"როდესაც  სალომე  ზურაბიშვილი  ერთ  სიბრტყეში  განიხილავს სააკაშვილს, გვარამიას  და ივანიშვილს, არც  კი  ვიცი  როგორ  შეიძლება  შეფასდეს. ამის  მიღმა  უკვე  ევროკავშირთან დაკავშირებით მისი შეფასებები  აბსოლუტურად  არარელევანტური  ხდება," - აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით,  მორალური  თვალსაზრისით  მძიმე  მოსასმენი  იყო  ის განცხადება, რომელიც  სალომე ზურაბიშვილმა  ბიძინა  ივანიშვილთან დაკავშირებით გააკეთა და რომ არა  ბიძინა ივანიშვილის  ინიციატივა, სალომე ზურაბიშვილი ერთი რიგითი პარლამენტის წევრი იქნებოდა. 

"ნამდვილად  არ  ვიცი  რა  უნდა  პრეზიდენტს. ჩვენ  უშუალოდ  ვიყავით  ჩართული  მის  საპრეზიდენტო  კამპანიაში, ორი  თვე  გრძელდებოდა  მთელი  ეს  პროცესი,  არც  კი,  45  დღე  და  ის  45 დღეც  რა  უნდოდა,  როდის,  რას და რატომ ამბობდა,  მაშინაც  სამწუხაროდ  ვერ  გავიგეთ,  თუმცა მოვახერხეთ  მაინც გამარჯვების  მოპოვება  საპრეზიდენტო  არჩევნების  მეორე  ტურში.

მორალური  თვალსაზრისით  მძიმე  მოსასმენი  იყო  ის  განცხადება, რომელიც  მან  გააკეთა,  კონკრეტულად,  ბიძინა  ივანიშვილთან დაკავშირებით.  აბსოლუტურად გაუგონარი რამეა, როდესაც  სააკაშვილი,  გვარამია  და  ბიძინა  ივანიშვილი   ერთ  სიბრტყეში  დააყენა. გამოდის,  რომ  სალომე  ზურაბიშვილმა  ბიძინა  ივანიშვილისგან  უნდა  დაიცვას  ეს  ქვეყანა.  კაცი  პოლიტიკიდან არის  გასული,  ამას  რომ დავანებოთ  თავი,  მორალური  თვალსაზრისით   პირველი - როდესაც  განიხილებოდა  კანდიდატურის  საკითხი  საპრეზიდენტო  არჩევნებში, ინიციატივა  კანდიდატურის  დაყენებაზე  ეკუთვნოდა   ბიძინა  ივანიშვილს.  გამომდინარე  იქიდან,  რომ  საპარლამენტო   რესპუბლიკაში  პრეზიდენტი  არის სიმბოლური ფიგურა, სწორედ  სიმბოლიზმზე  გაკეთდა  პირველ  რიგში აქცენტი. ერთი - ის  იყო  ძველი  დიასპორის  წარმომადგენელი და 100  წლის  თავზე,  სიმბოლურად  მნიშვნელოვანი იყო 1918 წლის შემდეგ,  2018 წელს, რომ სწორედ იმ დიასპორის  წარმომადგენელი გახდა საქართველოს პრეზიდენტი.  მეორე - ქალი  პრეზიდენტი,  ჩვენი  ისტორიული  ტრადიციის  ერთგვარი  გამოხატულება  იყო  სწრაფვა  ამ  ტრადიციის  გაგრძელებისკენ.  გარდა  ამისა,  ევროპიდან  ჩამოსული  ადამიანი, რომელიც  ხდება  ქვეყნის  პრეზიდენტი.  დიასპორა,  ქალი,  ევროპელი - ეს  იყო  ის  სიმბოლიზმი,  რომლის საფუძველზეც   საბოლოო  ჯამში  გაკეთდა  აქცენტი  სალომე  ზურაბიშვილზე  და შეჩერდა  არჩევანი  მის  კანდიდატურაზე. ეს  იყო  ბატონი  ბიძინას  ინიციატივა  და  ეს  ინიციატივა  რომ არ  ყოფილიყო, ამ  შემთხევაში  სალომე  ზურაბიშვილი  იქნებოდა  ერთი  რიგითი პარლამენტის  წევრი.  ეს მორალური  მხარე  რომ  ავიღოთ.  თვითონ შინაარს  რაც  შეეხება, როდესაც  სალომე  ზურაბიშვილი  ერთ  სიბრტყეში  განიხილვს  სააკაშვილს, გვარამიას  და  ივანიშვილს, ეს  არც  კი  ვიცი  როგორ  შეიძლება  შეფასდეს. ამის  მიღმა  უკვე  ევროკავშირთან დაკავშირებით მისი შეფასებები  აბსოლუტურად  არარელევანტური  ხდება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, პრეზიდენტს სისტემა  უნდა  ესმოდეს,  ამ სისტემაში საშინაო და  საგარეო  პოლიტიკას  მთლიანად ახორციელებს  მთავრობა  პრემიერის    ხელმძღვანელობით.  

"ეს  არის  სისტემა. საგარეო  პოლიტიკას  რაც შეეხება,   თუ  არის  მთავრობის  საგანგებო  თანხმობა,   მარტო მაშინ ერევა  საგარეო  პოლიტიკაში. ეს  პირდაპირ  წერია  შავით  თეთრზე  კონსტიტუციაში. ეს  იცი  რა  თქმა  უნდა  სალომე  ზურაბიშვილმა, თუმცა უნდა  იმაზე  მეტი,  ვიდრე  კონსტიტუცია  მას  მიაკუთვნებს,  რაც  არასწორია. პრეზიდენტი  პირველ  რიგში  უნდა  გაყვეს  კონსტიტუციას და  იმოქმედოს  კონსტიტუციის  შესაბამისად.  რაც  შეეხება ანალიზს,  მე  მგონია  რომ ის  უბრალოდ  არასწორ  ანალიზს  აკეთებს. ამ  ნაწილში  ეს  აბსოლუტურად  რბილი  შეფასებაა.  როცა   შეეხება  საკაშვილის,  გვარამიას  და  ივანიშვილის  ერთ  სიბრტყეში  განხილვას, ამაზე მეტად  არ  მინდა  მასთან  შევიდე  პოლემიკაში,  არც  არის საჭირო," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები