საქართველოს პრეზიდენტი 20 ივნისის დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, რომ აქცია გადადონ, რადგან გარკვეული საფრთხეები არსებობს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
"მივმართავ 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს, რომ თუ დაფიქრდებიან, შეიძლება გადაიდოს ეს გამოსვლა, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება. ახლა ჩემი აზრით, არაა დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების დაყოფის და გახლეჩის.
ამავდროულად, ვაფრთხილებ ხელისუფლებას, თუ მაინც ჩატარდა და ჩემი გადასაწყვეტი არაა, მე შემიძლია მხოლოდ თხოვნით მივმართო. თუ მაინც ჩატარდა, ყოველ ექსცესზე ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება, რამეთუ დემონსტრაციის უფლება უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.