09 მაისი 2024,   00:32
ვრცლად
პოლიციამ არასრულწლოვანი გოგონას ქორწინების იძულების ბრალდებით 1 პირი დააკავა

პოლიციამ ქვემო ქართლში არასრულწლოვანი გოგონას ქორწინების იძულების ბრალდებით 1 პირი დააკავა.

აღნიშნულ თემაზე "კურიერმა" სიუჟეტი გუშინ მოამზადა. 

გამოძიების ინფორმაციით, მამა მოზარდ გოგონას მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, ქორწინებას აიძულებდა. გოგონამ მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

არასრულწლოვანი თავშესაფარშია გადაყვანილი, მისი ოჯახის წევრების მიმართ კი გაცემულია შემაკავებელი ორდერი. დანაშაული 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები