15 ნოემბერი 2024,   15:23
ვრცლად
არის პუნქტები, რომლებთან დაკავშირებითაც დაგვჭირდება საერთო ეროვნული კონსენსუსი - სარჯველაძე ევროკომისიის დასკვნაზე

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ის პირობები, რომელიც არის ჩადებული ევროკომისიის რეკომენდაციაში, შესაძლებელია, რომ მარტივად შესრულდეს და გარკვეულ საკითხებზე პასუხისმგებლობას სწორედ ხელისუფლება იღებს, თუმცა მათივე თქმით, არის საკითხები, რაზეც საჭიროა საერთო ეროვნული კონსენსუსი.

"არის იქ ცალკეული პუნქტები, რომელთა მიმართებაში მე ხელისუფლების სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლება ამას საკუთარ თავზე აიღებს და განახორციელებს, თუმცა არის გარკვეული ნაწილები, რომელთა დაკავშირებითაც დაგვჭირდება საერთო ეროვნული კონსენსუსი.

ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობა უნაწილდება გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში ოპოზიციასაც, არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ სამოქალაქო საზოგადოებასაც, მედიასაშუალებებსაც. არ შეიძლება ერთ მხარეს ვიმოძრაოთ მუდმივად და ერთ მხარეზე ვისაუბროთ ვალდებულებებზე და მეორე მხარეს არ ვისაუბროთ. ამიტომ პოლარიზაციის განმუხტვაც ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარტო ერთი მხარე ამას ვერ მიაღწევს," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები