06 სექტემბერი 2026,   04:58
ვრცლად
ფორმულა 1- ის მიმდინარე სეზონის გამარჯვებული "რედბულის" პილოტი მაქს ფერსტაპენი გახდა

ფორმულა ერთის მიმდინარე სეზონის მეცხრე გრან-პრი კანადაში გაიმართა და "რედბულის" პილოტის მაქს ფერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა.

ნიდერლანდელმა მბროლელმა ფერარის ესპანელ პილოტთან, კარლოს საინსთან უშეღავათო ორთაბრძოლაში მოახერხა წარმატების მოპოვება. სატურნირო ცხრილს 175 ქულით ფერსტაპენი ლიდერობს.

კონსტრუქტორთა შორის 304 ქულით პირველ ადგილზე ასევე "რედ ბული" იმყოფება, მეორე და მესამე პოზიციებს კი "ფერარი" და "მერსედესი" ინაწილებენ

ფორმულა ერთის მიმდინარე სეზონის მომდევნო რბოლა 3 ივლისს დიდ ბრიტანეთში გაიმართება.

დღის ამბები