06 სექტემბერი 2026,   04:58
ვრცლად
ბრიტანელმა "ბარბაროსებმა" ინგლისის მორაგბეთა ნაკრები დაამარცხა - გამარჯვებაში წვლილი საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა შეიტანეს

ბრიტანელმა "ბარბაროსებმა" ინგლისის მორაგბეთა ნაკრები 52-21 დაამარცხა, რაშიც წვლილი საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა დავით ნინიაშვილმა და ბექა გიგაშვილმაც შეიტანეს.

ინგლისის ნაკრებმა, მეტოქისგან 7 ლელო მიიღო და ბარბაროსებთან დაპირისპირების ისტორიაში ყველაზე დიდი მარცხი განიცადა. შეხვედრაში გიგაშვილი 52-ე წუთზე შეცვალეს, ნინიაშვილმა კი შეუცვლელად იასპარეზა. ქართველ მორაგბეთა რიცხვი, რომლებსაც ბარბაროსებში უთამაშიათ, 11 - მდე გაიზარდა.

დღის ამბები