27 დეკემბერი 2024,   00:17
ვრცლად
"ყველაფერს აკეთებს ჩვენი მოწინააღმდეგე ძალა იმისთვის, რომ საზოგადოება კიდევ მეტად დახლიჩოს, გააღიზიანოს და ამით მოითბოს ხელი" -თეა წულუკიანი

დაპირისპირებებს რეგიონებში ოპოზიცია ხელისუფლებისგან მართულს უწოდებს. "ქართულ ოცნებაში" საკუთარი მხარდამჭერების ჩართულობას ნებისმიერი სახის დაპირისპირებაში გამორიცხავენ და ამბობენ, რომ მათთვის ძალადობა მიუღებელია. სახელისუფლებო გუნდი თვლის, რომ ეს დესტრუქციული გზაა, რაც ქვეყნის ევროპულ მომავალს არ შეესაბამება.

"ყველაფერს აკეთებს ჩვენი მოწინააღმდეგე ძალა იმისთვის, რომ საზოგადოება კიდევ მეტად დახლიჩოს, კიდევ მეტად გააღიზიანოს, დააპირისპიროს ერთმანეთს სხვადასხვა ჯგუფები, იქნება ეს სოფლად, ქალაქად თუ ამერიკის საელჩოს მიღებაზე და ამით მოითბოს ხელი.

ამიტომ, ყველას გვმართებს - იქნება ეს სტუდენტი, თუ სოფლად მცხოვრები, რომელსაც უამრავი საქმე აქვს ზაფხულში და ქალაქში კიდევ ადამიანები უამრავი სხვა საქმით არიან დაკავებულები, რომ შეაწუხონ ისინი და როგორმე გააღიზიანონ იმისთვის, რომ აჩვენონ მსოფლიოს, რომ ქართველებს ერთმანეთი არ უყვართ, ეს არის მათი მთავარი მიზანი,"-აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი. 

შეერთებული შტატების საელჩოში მიმდინარე საზეიმო მიღებაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და "ტვ პირველის" დამფუძნებელს შორის. ანრი ოხანაშვილის თქმით, მას ვატო წერეთელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პროვოკაცია მოუწყო. თავად წერეთელი ამბობს, რომ მას დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დღის ამბები