27 დეკემბერი 2024,   00:19
ვრცლად
ოდესაში სარაკეტო იერიშს 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვია 

უკრაინაში ვითარება ისევ დაძაბულია, 20-მდე გაიზარდა ოდესაში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, ცნობილია ისიც, რომ გარდაცვლილთა შორის ორი ბავშვია.

დაშავებულია 30 ადამიანი, მათ შორის 3 მცირეწლოვანი. მძიმე ბრძოლები გრძელდება სევეროდონეცკის მიმართულებით, ადგილზე უწყვეტად ისმის აფეთქებების ხმა. რუსულმა ჯარებმა შტურმით აიღეს ლისიჩანსკის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა და მასზე ნაწილობრივი კონტროლი დაამყარეს.

ასევე დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო ტერიტორია. 8 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა რუსეთის სარაკეტო იერიშს მიკოლაივზე, დაბომბილია მაღალ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ადგილზე ამ დრომდე გრძელდება სამაშველო სამუშაოები.

დღის ამბები