27 დეკემბერი 2024,   00:06
ვრცლად
"3 ივლისს მთელი სულით და გულით ვიქნები რუსთაველზე, რადგან საქართველოში სწორედ ისტორიული მომენტის და მისიის განცდით დავბრუნდი" - მიხეილ სააკაშვილი

3 ივლისის აქციამდე ორი დღით ადრე ბრალდებულმა ყოფილმა პრეზიდენტმა "ვივა მედის" პალატიდან მორიგი წერილი გაავრცელა. 

საკმაოდ ვრცელ განცხადებაში ყოფილი პრეზიდენტი თავის 9 წლიან მმართველობას იხსენებს
და აცხადებს, რომ სწორედ მისი დამსახურებაა საქართველოს ევროკავშირისკენ სვლა.

სააკაშვილი წერილში ვარდების რევოლუციასაც ახსენებს და კვირას აქციაზე მისულებს მოუწოდებს, ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე არ შეწყვიტონ.

აქვე ექს-პრეზიდენტი ადასტურებს იმასაც, რომ საქართველოში ის სწორედ ხელისუფლების შესაცვლელად დაბრუნდა.

"3 ივლისს, მე, პუტინის პირადი ტყვე, მთელი სულით და გულით ვიქნები რუსთაველზე, რადგანაც საქართველოში სწორედ ისტორიული მომენტის და მისიის განცდით დავბრუნდი - ვყოფილიყავი ყველაზე საჭირო დროს ჩვენი ხალხის გვერდით,"- აცხადებს სააკაშვილი.

დღის ამბები