26 დეკემბერი 2024,   18:31
ვრცლად
"შინ ევროპისკენ" - რუსთაველის გამზირზე მორიგი მასშტაბური დემონსტრაცია იწყება

"შინ ევროპისკენ" - ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მორიგი მასშტაბური დემონსტრაციის დასაწყებად ემზადებიან, რომლისთვისაც აქტივისტები დედაქალაქში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ. ულტიმატუმის ვადა ამოწურულია - აქტივისტების მიერ 24 ივნისს წამოყენებული მოთხოვნა, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა გადამდგარიყო, შესრულებული არ არის.

"სირცხვილიას" აქტივისტი და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი აცხადებს, რომ მთავრობისადმი მთავარი მოთხოვნა ეროვნული თანხმობის შექმნაა და არა გადატრიალება. 

"მთავრობის მიმართ მოთხოვნა არის ე.წ ტექნიკური, გარდამავალი მთავრობა, ეროვნული თანხმობის მთავრობა, რაც არ ნიშნავს, როგორც ამას ასაღებენ, გადატრიალებად, გადმოტრიალებად, რანაირად არის გადატრიალება, პარლამენტი იგივე რჩება, უბრალოდ პროფესიული ნიშნით და არა ოლიგარქის ერთგულების ნიშნით არჩევ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან იმ კანონპროექტებს, რომლებიც ერგება ამ 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, ქვეყანა ვითარდება წყნარად, ვიღებთ კანდიდატის სტატუსს და მერე კისერიც უმტვრევიათ," - აცხადებს დიღმელაშვილი.

 ავტორი : სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები