26 დეკემბერი 2024,   14:03
ვრცლად
საქართველო-ესპანეთის საკალათბურთო მატჩზე ყველა ბილეთი გაყიდულია - ესპანელები შეხვედრას გადახალისებული შემადგენლობით ჩაატარებენ

საქართველოს კალათბურთის ნაკრები დღეს ესპანეთს დაუპირისპირდება. მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა 19 საათზე იწყება - ტრავმის გამო თამაშს გამოტოვებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გოგა ბითაძე. გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებს მეტოქე ნაკრებიც.

საქართველოს ნაკრები ახალ სპორტის სასახლეში პირველ ოფიციალურ შეხვედრას მართავს, რომელიც 15 ათას გულშემატკივარს იტევს და არსებული ინფორმაციით მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. გულშემატკივრები თვლიან, რომ მაქსიმალური კონცენტრაციის ხარჯზე ჩვენს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის დამარცხება შეუძლია.  

ავტორი : ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები