26 დეკემბერი 2024,   18:32
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივა მედში" დღეს კობა ნაყოფიამ მოინახულა - ენმ კვლავ ყოფილი პრეზიდენტის უხოეთში მკურნალობაზე საუბრობს

მიხეილ სააკაშვილს კლინიკა "ვივა მედში" დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ნაყოფია შეხვდა. დღესვე ყოფილი პრეზიდენტი კლინიკაში კონსილიუმის წევრებმა მოინახულეს.

მათი განცხადებით, აუცილებელია ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანა, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.

ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. 

"სამედიცინო დოკუმენტაციით არსებითი გაუმჯობესება არ აღინიშნება და ჩვენი მოსაზრებით კვლავ საჭიროებს დიაგნოსტიკას და მკურნალობას," - აცხადებს ჯიშკარიანი. 

ენმ-ს წევრი კობა ნაყოფია კი აცხადებს, რომ უკრაინა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით შეშფოთებულია.

"უკრაინა შეშფოთებას გამოხატავს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ისინი ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში უნდა გადაიყვანონ შესაბამის კვალიფიციურ დაწესებულებაში," - აცხადებს ნაყოფია. 

დღის ამბები