26 დეკემბერი 2024,   18:47
ვრცლად
ბორის ჯონსონი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ოფიციალურად გადადგა - ახალი პრემიერის დანიშვნამდე ის მოვალეობის შემსრულებელი იქნება

ბორის ჯონსონმა, დაუნინგ სთრითზე, მისი რეზიდენციიდან, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.  ის ასევე ტოვებს კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს.

ჯონსონმა განაცხადა, რომ ის დარდობს, რადგან ტოვებს "მსოფლიოში საუკეთესო სამუშაოს". 

"პრემიერ-მინისტრობა თავისთავად განათლებაა - მე ვიმოგზაურე დიდი ბრიტანეთის ყველა კუთხეში და აღმოვაჩინე, რომ ამდენი ადამიანი ფლობს უსაზღვრო ბრიტანულ ორიგინალურობას და მზად არის ძველი პრობლემები ახალი გზებით გადაჭრას, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცები ბნელ ფერებში ჩანს, ჩვენი საერთო მომავალი ოქროსია," - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

გამოსვლის დასასრულს, ჯონსონმა მადლობა გადაუხადა ბრიტანელ ხალხს იმ უზარმაზარი პრივილეგიისთვის, რომელიც მას მიანიჭეს.

 

დღის ამბები