26 დეკემბერი 2024,   18:46
ვრცლად
"პოლიტიკური პოლარიზაცია მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოში, რომელიც უნდა მოგვარდეს" - ევროკომისიის წარმომადგენელი განმარტავს, როგორ შემოწმდება საქართველოს პროგრესი დეკემბრამდე

ევროკომისიის წარმომადგენელი განმარტავს, როგორ შემოწმდება საქართველოს პროგრესი დეკემბრამდე - გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ევროპის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებებში მაკეი პოპოვსკი აცხადებს, რომ ინფორმაციას სხვადასხვა ორგანიზაციიდან მიიღებენ, საჭიროების შემთხვევაში მომზადდება შუალედური ანგარიშიც. საბოლოო გადაწყვეტილებას კი ევროპული საბჭო წერილობით ან ერთ-ერთ შეხვედრაზე მიიღებს.

ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის გაფართოება უზრუნველყოფს ორგანიზაციის სტაბილურობასა და განვითარებას.

"საქართველო 2008 წელს რუსეთის აგრესიის მსხვერპლი იყო. მისი ტერიტორიების ნაწილი ამ დრომდე ოკუპირებულია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეფორმების განხორციელება არ უნდა გაგრძელდეს. საქართველოზე კომისიის მოსაზრება საკმაოდ ობიექტურია. თუ დავაკვირდებით მიმდინარე პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, პოლიტიკური პოლარიზაცია პირველია, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას.

ლიდერები თანხმდებიან, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ კომისიის პრიორიტეტები უნდა დააკმაყოფილოს. საქართველო თავის თავს ევროპულ ქვეყანად მიიჩნევს. ჩვენი გადაწყვეტილებაც ამას მიუთითებს. პოლიტიკური პოლარიზაცია მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოში, რომლიც უნდა მოგვარდეს," - აცხადებს მაკეი პოპოვსკი.

დღის ამბები