26 დეკემბერი 2024,   18:45
ვრცლად
ვინ დაესწრება ოპოზიციიდან შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას და რატომ აცხადებს პარტიების ნაწილი ამაზე უარს

ერთ საათში დეპოლარიზაციის თემაზე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრა უნდა დაიწყოს. შეხვედრას ოპოზიციის ნაწილი არ დაესწრება. მათ შორის ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი თვლის, რომ საპარლამენტო მუშაობის გაძლიერებისთვის მათ ყველა პლატფორმა უნდა გამოიყენონ.

"ახლა ჯერი არის პოლიტიკოსებზე და ჩვენ უნდა დავამტკიცოთ რომ შეგვიძლია ევროპულად მოქცევა. კომპრომისების გარეშე ამ პოლარიზაციის დასრულება უბრალოდ წარმოუდგენელია,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტიის ”საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკური. 

ოპოზიციის ნაწილმა კი გადაწყვეტილება უკვე მიიღო და დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" მხოლოდ დროის გაწელვას ცდილობს.

"ნაციონალური მოძრაობა" ისევე, როგორც "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოწვეულ ფორმატში მონაწილეობას არ ვიღებთ, რადგან ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის მთავარი საკითხი მარტო დეპოლარიზაცია არ არის. 1

2 პუნქტის შესრულება კომპლექსურად უნდა განვიხილოთ," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა. 

დღის ამბები