26 დეკემბერი 2024,   18:45
ვრცლად
"ჰაილენდერში", რომელიც გრძელ დისტანციაზე ლაშქრობის გლობალური სერიის ღონისძიებებია,  წელს პირველად, საქართველოც ჩაერთვება

15 ქვეყანა, 25 განსხვავებული ადგილმდებარეობა და ასობით მონაწილე - "ჰაილენდერი", გრძელ დისტანციაზე ლაშქრობის გლობალური სერიის ღონისძიებებია, რომელშიც წელს პირველად, საქართველოც ჩაერთვება. 25-27 აგვისტოს ადგილობრივ და საერთაშორისო სტუმრებს სვანეთი, კერძოდ მესტია უმასპინძლებს. "ჰაილენდერის" მიზანია ლაშქრობის, როგორც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, ასევე პროექტი ხელს უწყობს ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდას. "ჰაილენდერ ჯორჯია" ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის ხელშეწყობით ხორციელდება, პროექტ "გრეტას" ფარგლებში.

"ჩვენი მიზანი არის, რომ საქართველოში და ყველგან ხელი შევუწყოთ როგორც სასოფლო მეურნეობის, ისე სამთო ტურიზმის განვითარებას. მიხარია, რომ "გრეტას" პროექტთან ევროკავშირისა და სხვა პროექტებთან ერთად, ამ პროექტების მხარდამჭერები ვართ. ყველას მოგიწოდებთ, რომ "ჰაილენდერ ჯორჯიაში" ჩართოთ, მეც თავად ვიქნები სვანეთში 25-27 აგვისტოს," - აცხადებს ავსტრიის ელჩი საქართველოში ტომას მიულმანი.

ჟურნალისტის ნიკოლოზ ლებანიძის თქმით, "ჰაილენდერი" გლობალური ღონისძიებაა და საქართველო მე-16 ქვეყანაა, სადაც ეს ღონისძიება ჩატარდება.

"საქართველო უერთდება "ჰაილენდერის" დიდ ოჯახს. ეს არის გლობალური ღონისძიება, მე-16 იქნება საქართველო, სადაც ჩატარდება "ჰაილენდერი". ამ მარშრუტის მანძილზე მონაწილეებს ექნებათ საშუალება საბაზო ბანაკებში, სადაც იქნება ღამის თევა. გაეცნონ ადგილობრივ კულტურას, სვანურ სამზარეულოს," - განაცხადა ჟურნალისტმა ნიკოლოზ ლებანიძემ.

დღის ამბები