26 დეკემბერი 2024,   18:48
ვრცლად
ეს არის შოკი იმ პოლიტიკური ჯგუფებისთვის, ვინც ამ ნაბიჯს არ მოელოდა და ცდილობენ, რაღაც ჩრდილი მიაყენონ - ანრი ოხანაშვილი კობახიძის განცხადებაზე

ირაკლი კობახიძის განცხადებას, კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში საარჩევნო ბარიერის 2%-ზე დაწევის თაობაზე, უმრავლესობაში ეხმაურებიან. მმართველი გუნდი ამ შეთავაზებას დეპოლარიზაციის ერთ-ერთ გასაღებად განიხილავს. 

"ქართული ოცნების" წევრის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ეს არის შოკი იმ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფებისთვის, ვინც ამ ნაბიჯს არ მოელოდა და ისინი ცდილობენ, გადაწყვეტილებას ჩრდილი მიაყენონ.

"კიდევ ერთხელ, ჩვენ ჩვენი მზაობა და ჩვენი პირობა, რომ ეს კანონპროექტი გადაიქცევა კანონად კანდიდატის სტატუსის მიღებისთანავე - ეს თუ ვაჭრობაა, ჩვენმა საზოგადოებამ გადაწყვიტოს, მაგრამ ნება იმისა, რაც 12-პუნქტიან გეგმაში არ არის, დამატებით, ამის იქით შეასრულო და ამისთვის სიტუაციის განმუხტვას მაქსიმალურად შეუწყო ხელი, ეს რამდენად შეიძლება ითარგმნოს "ვაჭრობად", ეს ჩვენმა საზოგადოებამ განსაჯოს. თუ ამას ასე აფასებენ, ეს არის შოკი იმ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფებისთვის, ვინც ამ ნაბიჯს ჩვენგან არ მოელოდა და სამწუხაროდ ცდილობენ რაღაც ჩრდილი მიაყენონ, ესეც არ გამოვა," - აცხადებს ოხანაშვილი.

დღის ამბები