26 დეკემბერი 2024,   17:59
ვრცლად
"მიყვარხარ, მიყვარხარ 30 წელია, მიყვარდი გუშინაც, მეყვარები ხვალაც" - ამ სიტყვებით დემნა გვასალიამ ბალენსიაგას 51-ე ჩვენება გაიხსნა

"მიყვარხარ, მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა.
მიყვარხარ მთელი ჩემი არსებით. შენ იქ იყავი, როდესაც დედაჩემი აუთოვებდა. შენ იქ იყავი, როდესაც ჩემი დარდები მჯობნიდა. მიყვარდი გუშინაც, მეყვარები ხვალაც" - ასე გახსნა დემნა გვასალიამ "ბალენსიაგას" 51-ე ჩვენება.

ამ სიტყვებით, არაორდინალურმა დიზაინერმა კიდევ ერთხელ აალაპარაკა მსოფლიო და თაყვანისმცემლებს ინტერპრეტაციის საშუალება დაუტოვა. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ემოცია მშობლიურ აფხაზეთს ეკუთვნის. ნაწილის აზრით კი, მიმართვა მის საყვარელ ადამიანს და იმ მაღალ ხელოვნებას ეძღვნება, რომელსაც დემნა გვასალია ემსახურება.

რეზინის სამოსით დაფარული სილუეტი, დიდი ზომის ფეხსაცმელები და რეზინის ჩანთები - ეს ჩვენების დასაწყისია. სამყაროს განსხვავებული და უნიკალური ხედვა, რომელიც "ბალენსიაგას" ხელმძღვანელის, დემნა გვასალიას შემოქმედებაა, კვლავ მოდის სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა.

პარიზის მოდის კვირეულზე, "ბალენსიაგამ"კლასიკური საღამოს კაბების სილუეტებთან ერთად, ჯინსები, კომბინიზონები და ჰუდები წარმოადგინა. ქართველი დიზაინერის არაორდინალურ ჩვენებაზე, სახე თითქმის ყველა მოდელს შავი ჩაფხუტით ჰქონდა დაფარული.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ურპრი­ზი მა­ყუ­რებ­ლის­თვის კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბა­ზე, ჰოლივუდის სუ­პერ­ვარ­ვარსკვლა­ვე­ბის გამოჩენა აღ­მოჩ­ნდა, რომელბმაც დემ­ნას­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელი ექ­სტრა­ვა­გან­ტურ ნა­მუ­შევ­რები წარმოადგინეს.

დემნას "მაღალი მოდის" ჩვენების ადგილი უცვლელია. "ბალენსიაგამ" ახალი კოლექცია პარიზში, ლეგენდარული კრისტობალ ბალენსიაგას მოდის სახლში აჩვენა. დემნამ ეს სივრცე გასული წლის ჩვენებისთვის აღადგინა და 60-იანი წლების ატმოსფერო შეუნარჩუნა. ჩვენებაზე მოდის სახლში იყო ანა ვენტური და მოდის არაერთი ცნობილი კრიტიკოსი. პარიზის მოდის კვირეულზე, სტუმრების გაოცება, ქართველი დიზაინერის ბოლო ნამუშევარმა, გრანდიოზულმა საპატარძლო კაბამ გამოიწვია. 

ქართველი დიზაინერი მოდის ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟული ამერიკული დაჯილდოების, მოდის ოსკარად წოდებული CFDA-ს გამარჯვებული გახდა. საერთაშორისო ჯილდო, მოდის სფეროში შეტანილი შემოქმედებითი წვლილისთვის დემნა გვასალიას "ვეტმენისა" და "ბალენსიაგასთვის" შექმნილი კოლექციებისთვის გადაეცა.

დღის ამბები