საქართველოში დღეს უკვე მესამე მიწისძვრა მოხდა - სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 09:18 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 3.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
პირველი ბიძგი 07:36 საათზე დაფიქსირდა და 4.8 მაგნიტუდა შეადგინა, მეორე კი, 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის 09:10 საათზე. ეპიცენტრი, ორივე შემთხვევაში, სოფელ სამებაში მდებარეობდა.