27 დეკემბერი 2024,   00:32
ვრცლად
კანდიდატის სტატუსი პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, თუმცა საინტერესოა, რომ არავითარი მატერიალური პრივილეგიები კანდიდატის სტატუსს არ მოაქვს - ირაკლი კობახიძე

"ბუნებრივია, კანდიდატის სტატუსი პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, თუმცა საინტერესოა, რომ არავითარი მატერიალური პრივილეგიები კანდიდატის სტატუსს არ მოაქვს. აქედან გამომდინარე, კანდიდატის სტატუსის მიღების დროს არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს," - ამის შესახებ ირაკლი  განაცხადა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, კანდიდატი, პოტენციური კანდიდატი და ასოცირებული ქვეყნები ევროკავშირისგან ზუსტად იგივე მატერიალურ სარგებელს იღებენ.

ირაკლი კობახიძემ ყურადღება ევროკომისიის მიერ გაფართოების პაკეტის ანგარიშის გამოქვეყნების ახალ ვადაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ რეალურად საქართველოსთვის ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისთვის 6-თვიანი ვადის დაწესების უკან არანაირი ლოგიკა არ იდგა.

"უპრეცედენტო იყო ეს 6-თვიანი ცაიტნოტი. არცერთი ქვეყნის შემთხვევაში ასეთი რამ არასოდეს ყოფილა დადგენილი, ვგულისხმობ პოტენციურ კანდიდატ ან ასოცირებულ ქვეყნებს. ჩვენს შემთხვევაშიც გაუგებარი იყო რატომ იყო ამ 6-თვიანი ვადის დადგენის საჭიროება. როგორც ჩანს, დღეს გადაიაზრა ევროკომისიამ ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში ყველაფერი გაჰყვა იმ ლოგიკას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ცაიტნოტის საჭიროება არ არსებობს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში

დღის ამბები