"უეფა" კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "საბურთალომ" ალბანეთის "პარტიზანი" დაამარცხა და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა. პირველ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ, ქართულმა გუნდმა სტუმრად მოახერხა ფავორიტის დამარცხება. ერთადერთი გოლი სიხარულიძემ გაიტანა.
ძირითად და დამატებით დროში ანგარიში არ შეცვლილა, საბოლოოდ გამარჯვებულის ვინაობა თერთმეტმეტრიანების სერიაში გამოვლინდა. პენალტების სერია ქართველმა ფეხბურთელებმა უკეთ შეასრულეს. კონფერენს ლიგის მომდევნო ეტაპზე "საბურთალო" რუმინეთის "სტიაუას" დაუპირისპირდება.