თუშეთის მსგავსად, მთის კვირეული ყაზბეგშიც იმართება. ყველაფერი, რაც მთასთან კავშირშია ერთ სივრცეში ინაცვლებს და ვიზიტორებს განსხვავებულ პროგრამას სთავაზობს.
იქნება მუსიკალური ნომრები, საქართველოს მასშტაბით ცნობილი შეფ-მზარეულები ხინკლის მომზადების მასტერკლასს წარმოადგენენ. ღონისძიებაზე დრო დაეთმობა ქსოვის და რეწვის გაკვეთილებს. ინიციატივა საქართველოს მთავრობის ორგანიზებით მიმდინარეობს.