თბილისის ახალ სპორტის სასახლეში, 20-წლამდე კალათბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი დაიწყო. ელიტის საგზურისთვის ბრძოლა წარმატებით დაიწყო საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც 16-ქულიანი სხვაობით 81-ით 65 ავსტრიის გუნდი დაამარცხა.
ტურნირში 19 ქვეყანა მონაწილეობს, საქართველო B ჯგუფში ავსტრიასთან, შვედეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და კოსოვოსთან ერთად არის. თითო ჯგუფიდან პლეიოფში ბრძოლას 2-2 საუკეთესო ნაკრები გააგრძელებს.
ქართველი კალათბურთელები დღეს 19:00 საათზე შვედ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.