30 აგვისტო 2026,   13:22
ვრცლად
ძველ ხიბულაში ფონდი "ქართუს" მიერ აშენებულ ტაძარში პირველი წირვა აღევლინა

სოფელ ძველ ხიბულაში ლაზარეს აღდგინების ტაძარი გაიხსნა, სადაც პირველი წირვა ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა გრიგოლმა აღავლინა.

ტაძარი, რომელიც ზვიად გამსახურდიას დაღუპვის ადგილის გვერდით მდებარეობს, ფონდმა “ქართუმ” ააშენა. პარალელურად, ძველი ხიბულას ადმინისტრაციულ ერთეულში ყველა შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, საერთო ჯამში, ბეტონის საფარი 13 კილომეტრზე დაიგება.

მოეწყობა სანიაღვრე არხები და ხიდები. სოფელში უკვე დასრულდა გაზიფიცირება. აშენდა 27-კილომეტრიანი გაზსადენი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია აცხადებს, რომ ფონმა "ქართუმ" დიდი წვლილი შეიტანა მშენებლობაში.

"მნიშვნელოვანი დღეა სოფლისთვის, ტაძრის მშენებლობა ქართუ ჯგუფმა განახორციელა, ფონდმა სოფელში ბევრი კარგი პროექტი განახორციელა, როგორიცაა ბაღები და ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის მშენებლობა,"- აცხადებს გუგუჩია.

დღის ამბები