04 მაისი 2024,   07:38
ვრცლად
ბუდაპეშტში თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა - ბორტზე ქართველი მგზავრიც იმყოფებოდა

ავიაკომპანია wizzair​-ის თვითმფრინავმა, რომელიც ბარი-კრაკოვის რეისს ასრულებდა,  ავარიული დაშვება ბუდაპეშტში განახორციელა. ბორტზე ერთი ქართველი მგზავრიც იმყოფებოდა, რომელიც 7-წლიანი ემიგრაციიდან სამშობლოში ბრუნდებოდა.

როგორც "პრაიმტაიმს“ ბორტზე მყოფი ქართველი მგზავრის მეგობარი უყვება, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

„ქალაქ ბარიდან, wizzair-ის თვითმფრინავი 02:15 საათზე გაფრინდა. დაახლოებით ერთ საათში, ავარიული დაშვება განახორციელა ბუდაპეშტში. მგზავრებს შორის ერთი ქართველია, ჩემი მეგობარი გოგონა, რომელიც 7- წლიანი ემიგრაციიდან სამშობლოში ბრუნდებოდა. საბედნიეროდ, ყველა მგზავრი გადარჩა.

როცა თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა, აეროპორტში მობილიზებული იყო სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები, საბედნიეროდ, ყველა კარგადაა, თუმცა ძალიან შეშინებულები არიან.

ამჟამად მგზავრები ბუდაპეშტის აეროპორტში იმყოფებიან,"- ამბობს ფიქრია კუჭუხიძე "პრაიმტაიმთან". 

დღის ამბები