04 მაისი 2024,   03:29
ვრცლად
იტალია ტყის ხანძარს ებრძვის - ასობით ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა

Reuters-ის ინფორმაციით, მეხანძრეები უკვე მეორე დღეა, ტყის ხანძარს ებრძვიან ტოსკანას რეგიონში. ქალაქ ლუკასთან ახლოს მდებარე ტყის მასივში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, ხანძარი გაჩნდა, ცეცხლმა უკვე გაანადგურა 650-მდე ჰექტარი ტყე. მიმდებარე სოფლებიდან 300-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძარია ქალაქ ტრიესტთან მდებარე ტყეშიც - ხელისუფლების განცხადებით, არსებობს საფრთხე, რომ ქალაქი წყლისა და ენერგიის გარეშე დარჩეს. არ გამორიცხავენ, რომ ცეცხლი ტრიესტთან მოსაზღვრე სლოვენიის და ხორვატიის რეგიონებშიც გავრცელდეს.

იტალიაში რამდენიმე დღეა, ჰაერის მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, რის გამოც ქვეყნის 11 ქალაქში განგაშია, რადგან მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა, რომ  საფრთხე სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების სიცოცხლეს შეუქმნას. განგაშის დონის აწევა იგეგმება  იტალიის სხვა ქალაქებში, მათ შორის რომში, მილანსა და ფლორენციაში.

დღის ამბები