"უკრაინაში ომი უნდა შეწყდეს, რათა ბირთვული ომის საფრთხე თავიდან იქნას აცილებული",- ამის შესახებ ალექსანდრე ლუკაშენკომ სააგენტო "აეფპესთან" ინტერვიუში განაცხადა.
ბელარუსის პრეზიდენტმა უკრაინაში ომის დაწყებასა და კონფლიქტის პროვოცირებაში დასავლეთი დაადანაშაულა. მისი თქმით, ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი დასავლური სახელმწიფოებისგან შესაბამის უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებდა.
"უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას და დავასრულოთ ეს არეულობა, ოპერაცია და ომი უკრაინაში. მოდით, გავჩერდეთ და შემდეგ გავარკვიოთ, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება. არ არის საჭირო უფრო შორს წასვლა, უფრო შორს ბირთვული ომის უფსკრულია", - განაცხადა ლუკაშენკომ.