26 დეკემბერი 2024,   18:16
ვრცლად
ომის 156-ე დღე - უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ოკუპირებულ ელენოვკაში საკუთარი პოზიცია დაბომბა, ციხე, სადაც ტყვედ ჩავარდნილი "აზოვის" მებრძოლები იმყოფებოდნენ

ოკუპანტების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კვლავ ბახმუტია. 3 დაღუპული და 4 დაშავებული. რუსული არმიის სარაკეტო იერიშის შედეგად, ქალაქში 14 კორპუსია დაზიანებული. 5 შენობა კრიტიკულ მდგომარეობაშია. ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში გადარჩენილებს ამ დრომდე ეძებენ.

სარაკეტო შეტევა განხორციელდა კიროვოგრადზე, რამაც 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაშავებულია 26 მშვიდობიანი. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ქალაქს ოკუპანტები უმისამართოდ უკვე მესამე დღეა ბომბავენ.

კვლავ მძიმეა ვითარება ხერსონში. ოკუპანტების უკანასკნელი შეტევის შედეგად დაიღუპა 7 მოქალაქე, 6-მა სხეულის უმძიმესი დაზიანება მიიღო.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, 44 საჰაერო იერიში განხორციელდა სუმის ოლქზე, ხარკოვში კი რუსულმა მოიერიშეებმა, დასახლებულ პუნქტში ორი ბომბი ჩამოაგდეს. მსხვერპლის შესახებ ცნობები ზუსტდება. უკვე მეორე დღეა ინტენსიური ცეცხლის ქვეშ არის მიკოლაევი. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 5, დაშავდა 7 ადამიანი.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსულმა არმიამ ოკუპირებულ ელენოვკაში საკუთარი პოზიცია დაბომბა, ციხე, სადაც ტყვედ ჩავარდნილი "აზოვის" მებრძოლები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 53 ადამიანი. 80-მდე პირმა სხეულის უმძიმესი დაზიანებები მიიღო. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს და კიევის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

დღის ამბები