26 დეკემბერი 2024,   18:08
ვრცლად
20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებული 7 პირი, წაყენებულ ბრალდებებში, თავს დამნაშავედ არ ცნობს

20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებული 7 პირს გამოძიება, ხულიგნობას, ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ისინი ბრალის წარდგენასა და საკუთარი ინტერესების დამცველებთან შეხვედრას ელოდებიან.

მანამდე დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები წაყენებულ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ცნობენ. 

"პირველადი ბრალდება, რაც 239-ე მუხლის ფორმატშია რატი ჩაჩანიძესთან, ამ მუხლით მოხდა დაკავება. ამ ინციდენტში რატის მონაწილეობა სრულიად მიზერულია. როგორც ის არაერთხელ აცხადებდა და ახლაც ეს პოზიცია აქვს, ამბობს, რომ მხოლოდ ახალგაზრდების გაშველებით შემოიფარგლებოდა. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა დაჭრილ მდგომარეობაში მიწაზე იწვა, ამ ყოველივეს შეესწრო. დანარჩენი წინმსწრები მოვლენები რაც იყო, მისთვის უცნობია. სამართლებრივი შემადგენელი, ამ კვალიფიკაციას, რატისთან მიმართებაში, უბრალოდ, არ გააჩნია," - აცხადებს ადვოკატი შოთა მანელიძე.

რაც შეეხება გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დღეს მათი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ დამნაშავე კანონის უმკაცრესი ზომებით დაისაჯოს. 

აღნიშნული 7 პირის გარდა, ასევე, დაკავებულია 22 წლის დავით ჯიჯეიშვილი, რომელიც გუშინ პოლიციას თავად ჩაბარდა. მას გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება. 

დღის ამბები