22 დეკემბერი 2024,   10:27
ვრცლად
საქართველოში ყირიმ-კონგოს ინფექციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - როგორია სპეციალისტების რჩევები

საქართველოში 2009 წლიდან პირველად, ყირიმ-კონგოს ინფექციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. 42 შემთხვევა და ორი გარდაცვლილი მოქალაქე - ინფექციის ყველაზე აქტიური კერა კი კვლავ სამცხე-ჯავახეთშია. გამოვლენილი შემთხვევებიდან, 36 სწორედ ამ რეგიონზე მოდის. ყირიმ-კონგოს საშიში ინფექცია დაფიქსირდა ხაშურის რაიონშიც. ჯანდაცვის სპეციალისტები მოქალაქეებს სიმპტომების გამოვლენისთანავე ექიმთან მისვლას ურჩევენ - ტემპერატურის მომატება, კუნთების ტკივილი, თავბრუსხვევა, მუცლის ტკივილი და თვალების წვა - ეს ის სიმპტომებია, რომლებიც ყირიმ-კონგოს ახასიათებს. 

ჯერჯერობით ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს, ლეტალობა კი საკმაოდ მაღალი აქვს. 2009 წლიდან დღემდე საქართველოში, ინფექციის 164 შემთხვევაა აღრიცხული, მათ შორის 21 გარდაცვალება. დაავადების ძირითადი გადამტანები ტკიპები არიან, სწორედ ამიტომ სოფლის მეურნეობის სპეციალისტები იმ მოქალაქეებს რომლებსაც საქონელი ჰყავთ მათ ტკიპების საწინააღმდეგო პრეპარატებით დამუშავებისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები