03 მაისი 2024,   13:20
ვრცლად
ტაივანსა და მსოფლიოს სხვა წერტილებში განვითარებული კონფლიქტური სიტუაციები აჩვენებს, რომ უსაფრთხოების გლობალურმა არქიტექტურამ ვერ იმუშავა - ზელენსკი 

ბოლო პერიოდში ტაივანსა და მსოფლიოს სხვა წერტილებში განვითარებული კონფლიქტური სიტუაციები აჩვენებს, რომ უსაფრთხოების გლობალურმა არქიტექტურამ ვერ იმუშავა, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოს ქვეყნებმა ერთობლივად უნდა უზრუნველყონ, რომ ვერცერთმა სახელმწიფომ ვეღარ მოახერხოს, მიმართოს სხვა ქვეყნის დატერორების გზას.

"ბოლო პერიოდში ვისმენთ ინფორმაციას კონფლიქტურ სიტუაციებთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია განსხვავებულია, საერთო პრომლემა აქვს – უსაფრთხოების გლობალურმა არქიტექტურამ ვერ იმუშავა. ეს არის სწორედ ის, რაზეც უკრაინა უკვე მრავალი წელია ამახვილებს ყურადღებას. მსოფლიოს სჭირდება გლობალური უსაფრთხოების ეფექტური არქიტექტურა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ვერცერთმა სახელმწიფომ ვეღარასდროს მიმართოს ტერორს სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტს შეუერთდა და მე მადლობელი ვარ ამისთვის. როდესაც ასეთი ქვეყანა არ რჩება ნეიტრალური ფასეულობებისა და ადამიანური მორალის დაცვაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია მთელი მსოფლიოსთვის",-აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი

დღის ამბები